Thumbnail

ახალი კონტრაქტი უკეთესი პირობებით – ანორთოსისში ქეცბაიას პასუხს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფამაგუსტას ანორთოსისმა კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა ქართველ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას და მისგან პასუხს უახლოეს პერიოდში ელის. ამის თაობაზე აქტიურად იწერება კვიპროსულ პრესაში და შეთავაზების გარკვეული დეტალებიც ხდება ცნობილი. აი, რას წერს Kathimerini.com.cy:

“ანორთოსისმა თემურ ქეცბაიას ოფიციალურად მიმართა ხელშეკრულების გახანგრძლივების წინადადებით. საუბარია ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, რომელიც 2023 წლამდე იქნება ძალაში, ქართველი მწვრთნელის არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა მიმდინარე წლის მაისში გადის. ქეცბაიამ პასუხისთვის რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა, ცნობილია, რომ ანორთოსისში დარჩენა თავადაც სურს, ამასთან ახალ კონტრაქტში მისთვის გაუმჯობესებული პირობებია ჩადებული და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის ქეცბაია კვიპროსულ კლუბს 2004-09 წლებშიც წვრთნიდა, ხელმეორედ კი ანორთოსისი 2019 წელს ჩაიბარა. თემურს ფამაგუსტელებთან ერთად კვიპროსის ჩემპიონატი 2-ჯერ (2005, 2008) აქვს მოგებული, თითოჯერ კი ქვეყნის თასისა (2007) და სუპერთასის (2007) მფლობელიც ყოფილა. 2015-16 წლების სეზონში მან კვიპროსული ლიგა აპოელთან ერთად მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები