Thumbnail

საუკეთესო მეკარეები ბოლო ათწლეულში - მანუელ ნოიერმა ყველას აჯობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის (2011-2020) საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერი დაასახელა. გერმანელმა ყველაზე მეტი, 183 ქულა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ჯანლუიჯი ბუფონს 35 ქულით აჯობა.

ქულების გაანგარიშების სისტემა ემყარებოდა 20-დან 1 ქულის დაფიქსირების პრინციპს - იმის მიხედვით, თუ რა ადგილს იკავებდა ამ ათწლეულში თითოეული მეკარე ყოველწლიურ ნომინაციაში - მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ცხადია, IFFHS-ის ვერსიით). ნოიერი ბოლო ათწლეულში 5-ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო კიპერი (2013-2016 და 2020 წლებში),

დეკადის საუკეთესო მეკარეთა ათეული:

1. მანუელ ნოიერი - 183 ქულა
2. ჯანლუიჯი ბუფონი - 148
3. ტიბო კურტუა - 130
4. უგო ლორისი - 96
5. კეილორ ნავასი - 93
6. იან ობლაკი - 85
7. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი  - 78
8. დავიდ დე ხეა - 75
9. იკერ კასილიასი - 67
10. ალისონი - 64

მანუელ ნოიერი და ჯიჯი ბუფონი ევრო 2016-ის მეოთხედფინალის წინ

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2013, 2020), 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 5-ჯერ გერმანიის თასს და 2-ჯერ ევროპის სუპერთასს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები