Thumbnail
  • ბირმინგემული კლუბის ყველა წევრი იზოლაციაშია
  • ევერტონთან გასამართი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ასტონ ვილასა და ევერტონს შორის პრემიერლიგაში კვირას გასამართი შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიდო. ასტონ ვილას ფეხბურთელები მთლიან სამწვრთნელო შტაბთან ერთად კარანტინში არიან.

კორონავირუსის შემთხვევების შემდეგ ბირმინგემულმა კლუბმა გასულ კვირას სავარჯიშო ბაზა დახურა და პირველი გუნდის ყველა წევრი იზოლაციაში გადავიდა. ამის გამო მათ მოუწიათ ტოტეჰემთან შეხვედრის გადადება, ხოლო ასოციაციის თასზე ლივერპულის წინააღმდეგ აკადემიის გუნდით თამაში. 

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ვარჯიშების განახლებას პროტოკოლის მიხედვით კვირას შეძლებენ. სავარაუდოდ, ასტონ ვილა შემდეგ შეხვედრას 20 იანვარს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს.

ვილას ასევე სათამაშო აქვს ნიუკასლთან. ბირმინგემელებს ეს შეხვედრა დეკემბერში უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა მაშინ კოვიდ-19 ნიუკასლში გავრცელდა და შეხვედრა გადაიდო. აღნიშნული მატჩი 23 იანვარს არის ჩანიშნული. ხოლო, როდის გაიმართება ევერტონთან გადადებული შეხვედრა ჯერ-ჯერობით უცნობია.

  

კომენტარები

ბოლო ამბები