- ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონს ტოვებს და ბრუკლინში მიდის
- ტრეიდს NBA-საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ჯეიმს ჰარდენის “ტანჯვა” დასრულდა. ფაქტია, ჰიუსტონ როკეტსისთვისაც ასე ჯობდა: უკმაყოფილო სუპერვარსკვლავის გუნდში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ჰარდენი ტრეიდით ბრუკლინში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ NBA-ს ნეტსის სახით ახალი სუპერგუნდი ეყოლება - ჯეიმს ჰარდენით, კევინ დურანტით და კაირი ირვინგით.
ჰარდენის ტრეიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ამერიკაში (და არა მარტო) სოციალური ქსელები ‘ააფეთქა’. ლოგიკურია, რომ NBA-ს საზოგადოებამ ამ ბლოკბასტერ-ტრეიდს ძალიან ბევრი სახალისო პოსტი მიუძღვნა. ამბავის გავრცელებიდან ცოტა ხანში, ჰიუსტონის ერთ-ერთმა ავტოსამრეცხაომ კი სასწრაფოდ აქციაც წამოიწყო ასეთი შინაარსით: “ჩააგდეთ ჰარდენის ფორმა ჩვენთან ნაგვის ურნაში და ჩვენ მანქანას უფასოდ გაგირეცხავთ.”
პოპსპორტი რამდენიმე განსაკუთრებულ პოსტსაც გთავაზობთ:
ენდრიუ ბოკუტი (ბოლოს გოლდენ სტეიტი): "ამ ტრეიდით ყველაზე დიდი გამარჯვებულები ბრუკლინელი სტრიპტიზიორები არიან"
დემარე კეროლი (ბოლოს ჰიუსტონი): "NBA ყველაზე გასართობი ლიგაა პარკეტზეც და მის მიღმაც"
მო ბამბა (ორლანდო მეჯიქი): "ვფიქრობ, თავისთავად ცხადია, რომ 2k-ში ბრუკლინის აღება აღარ შეიძლება."
პოლ პირსი: "ესე იგი, კონფლიქტი სწრაფად გამწვავდა"
ტრეი იანგი (ატლანტა): "NBA სიგიჟეა, არა?"
კომენტარები