Thumbnail

'ამაყი და ბედნიერი ვარ' - პოჩეტინომ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პსჟ 2:1 მარსელი | გოლები: 1:0 იკარდი (39), 2:0 ნეიმარი (85-პენ), 2:1 პაიე (90)
  • მაურისიო პოჩეტინოს კომენტარი მატჩის შემდეგ

პარი სენ-ჟერმენმა 2021 წელს პირველი ტიტული მოიგო - საფრანგეთის სუპერთასი. პარიზელებმა პრინციპული მეტოქე მარსელის ოლიმპიკი 2:1 დაამარცხეს და აღნიშნულ ჯილდოს ისტორიაში მეათედ დაეუფლნენ.

პსჟ მაურო იკარდის გოლით დაწინაურდა, თამაშის ბოლოს ნეიმარმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა, მარსელიდან პრესტიჟის გოლი კი პაიემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მაურისიო პოჩეტინომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

"ამაყი და ბედნიერი ვარ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს და მადლობას ვუხდი, ისევე როგორც პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის და სპორტულ დირექტორ ლეონარდოს ნდობისთვის. მათ დიდი საქმეების კეთების და ტიტულების მოგების შესაძლებლობა მომცეს. დიახ, ბედნიერი ვარ და განსაკუთრებული საღამო იყო, რადგან ტიტული მოვიგეთ," - თქვა პოჩეტინომ.

📺 პსჟ 2:1 მარსელი [მიმოხილვა

მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ს 11 დღეა ავარჯიშებს და მხოლოდ მე-3 მატჩში უხელმძღვანელა. შედარებისთვის, ტოტენჰემი მან 293 მატჩში და 2 001 დღის განმავლობაში გაწვრთნა, მაგრამ ტიტული ვერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები