- ჰიუსტონის მცველის ბრუკლინში გადასვლას მასშტაბური გარიგება დასჭირდა
- 31 წლის კალათბურთელის ტრეიდი სეზონის მთავარი სატრანსფერო საგა იყო
- ჰარდენი ნაგავში და მანქანას უფასოდ რეცხავენ - საუკეთესო პოსტები ტრეიდის შემდეგ
ჰიუსტონ როკეტსის შემადგენლობაში 2018 წლის NBA-ს MVP ჯეიმს ჰარდენი კარიერას ბრუკლინ ნეტსში გააგრძელებს. როგორც ცნობილი ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი წერს, ჰიუსტონი ნიუ იორკის კლუბთან 31 წლის მცველის გაცვლაზე უკვე შეთანხმდა და ჰარდენი კაირი ირვინგისა და კევინ დურანტის თანაგუნდელი გახდება.
თავდაპირველ გარიგებაში სამი მხარე იყო ჩართული - ჰიუსტონი, ბრუკლინი და კლივლენდი. როკეტსში უნდა გადასულიყვნენ კარის ლევერტი, დანტე ეკზამი, როდიონ კურუცი. კლუბს უნდა მიეღო პირველ რაუნდში 4 არჩევანის უფლება (3 ნეტსისგან, 1 - კავალიერსისგან), ასევე - ნეტსთან პიკების გაცვლის 4 უფლება.
მოგვიანებით ჰიუსტონი კიდევ ერთ გარიგებაზე წავიდა, რომლის თანახმად, ნეტსისგან მიღებულ კარის ლევერტს ინდიანას ვიქტორ ოლადიპოში გაცვლის. კლივლენდი ტრეიდის ფარგლებში ბრუკლინიდან თავის რიგებს ჯარეტ ალენითა და ტორინ პრინსით შეავსებს.
ჯეიმს ჰარდენი როკეტსში 2012 წლიდან გამოდიოდა. ჰიუსტონიდან ჯეიმსი 8-ჯერ მიიწვიეს NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". 2018 წელს ის MVP გახდა, 6-ჯერ კი სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კომენტარები