Thumbnail
  • ცსკა 83:73 ჟალგირისი
  • თორნიკე შენგელია: 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი

ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში ჟალგირისს უმასპინძლა და 83:73 დაამარცხა. რუსული კლუბი 15 მოგებით რეგულარული სეზონის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 27:30 წუთი ითამაშა და გუნდს 18 ქულა მოუტანა (1 სამქულიანი). შენგელიას ანგარიშზეა 7 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და ერთი პასი. შენგელიას პასივში 4-4 დაკარვა და პერსონალური შენიშვნაა. ქართველ ფორვარდს ქულებით მხოლოდ მაიკ ჯეიმსმა აჯობა - 21 ქულა. 

📺 თორნიკე შენგელიას სლემი

ცსკა მე-20 ტურში (15 იანვარს) ბარსელონას უმასპინძლებს, რომელიც 13 გამარჯვებით მეორე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები