Thumbnail
  • ვარლამ ლიპარტელიანმა ზელიმ კოცოევს ფინალში ვაზარით აჯობა
  • საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსი 5 მედლით დაასრულა და გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიგეს.

ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), ვერცხლი - ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-90კგ)

მესამე საჭიდაო დღეს ბრინჯაოს მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, რომელმაც ზგანკს შიდოების ხარჯზე აჯობა და საქართველოს მეორე ბრინჯაო მოუტანა.

ღვინიაშვილმა ფინალი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან ჩაატარა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო და ფინალში მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ნიიაზ ბილალოვი და უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შებოჭვებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს ვაზარი აართვა. ფინალში ლიპარტელიანმა ზელიმ კოცევს ვაზარით აჯობა და მასტერსის ოქრო მესამედ მოიგო.

ვარლამმა პირველად მასტერსი რუსეთში მოიგო 2017 წელს, 2018 წელს გუანჯოუში მოახერხა ოქროს მედლის აღება და ახლა მესამე ოქროს დოჰაში დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები