Thumbnail
  • კონსტანტინე მიქაუტაძე სეზონის ბოლომდე ბაიონაში დარჩა
  • ბასკური კლუბს ბექა გორგაძის დამატება სურს

ფრანგული სარაგბო ჟურნალის, "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, კონსტანტინე მიქაუტაძე TOP 14-ის ბაიონაში სეზონის ბოლომდე რჩება. სეზონის დასაწყისში ბასკურმა კლუბმა "ბორჯღალოსანი" "სამედიცინო ჯოკრის" სტატუსით აიყვანა სამი თვით, რათა მას ტრავმირებული ასიერ უსარაგა უნდა შეეცვალა.

29 წლის მეორეხაზელს ეს ვადა გაუვიდა, თუმცა ბაიონას მწვრთნელის, იანიკ ბრიუს გადაწყვეტილებით მიქაუტაძე გუნდში რჩება. 

"მიდი ოლიმპიკი" წერს, რომ ბაიონა აკვირდება 24 წლის ბექა გორგაძეს, ბორდოს მოთამაშე ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა მომავალი სეზონიდან შესაძლოა, ის ბასკურ კლუბში აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ ბექა გორგაძე 2020 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ აღიარეს. 

შეგახსენებთ, რომ ბაიონა TOP 14-ში 5 მოგებითა და 6 მარცხით მე-12 ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის. მე-13 ადგილზე მიქაუტაძის ყოფილი გუნდი მონპელიეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები