Thumbnail

'დიდი სპორტსმენი იყო' - ტოჩინოშინმა გამარჯვება ხახალეიშვილის ხსოვნას მიუძღვნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს "კოკუგიკანში" გრძელდება წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო. მე-4 დღეს ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-5 მაეგაშირა ენდო დაამარცხა. ტოჩინოშინს 2-2 ბალანსი აქვს და ახლა ოძეკი ასანოიამას ხვდება.

ქართველმა სუმოისტმა გამარჯვება ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

ტოჩინოშინი: "მასთან ძალიანახლოს ვიყავი. ნოემბერში გულზე ოპერაცია გაიკეთა, 31 დეკემბერს ტელეფონით ვესაუბრე და ახალი წელი მივულოცე. მიხარია, რომ მასთან დალაპარაკება მოვახერხე. ძალიან დასანანია, ის დიდი სპორტსმენი იყო.
როგორც ყოფილი ძიუდოისტი მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ რაც პროფესიულ სუმოში გადავედი, ურთიერთობა გავაღრმავეთ. ხშირად იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ ერთად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, მისგან რჩევებს ვიღებდი".

📺 ტოჩინოშინი V ენდო

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ოლიმპიადის გამარჯვებული ყოფილი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები