- ქართველმა სეკიტორმა ჰაცუ ბაშოზე მე-2 გამარჯვება იზეიმა
- მისი მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 ოძეკი ასანოიამა იქნება
33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-4 ორთაბრძოლა გამართა და მე-2 გამარჯვება იზეიმა.
დღეს, ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთისვე მე-5 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და იორიკირით აჯობა. ლევანს მოწინააღმდეგის დოჰიოს მიღმა გაყვანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და ბოლოს მიზნის მიღწევა მოახერხა.
უკვე ცნობილია, რომ იანვრის სუპერტურნირის მე-5 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 ოძეკი ასანოიამა იქნება. ტოჩინოშინი მას 6-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 4 მარცხი.
📺 ტოჩინოშინი V ენდო
კომენტარები