Thumbnail

სანდო სნაიპერი - კევინ დურანტმა ბრუკლინს დენვერთან მოაგებინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრუკლინ ნეტსი 122:116 დენვერ ნაგეტსი
  • კევინ დურანტს სამმაგი დუბლის შესრულებამდე 1 მოხსნა დააკლდა
  • ნეტსის ფორვარდი NBA-ს საუკეთესო მექულეების რეიტინგში 28-ეა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. კაირი ირვინგის გარეშე მოთამაშე ბრუკლინ ნეტსმა საკუთარ მოედანზე დენვერ ნაგეტსი მიიღო და მეტოქე კევინ დურანტის შედეგიანი თამაშის წყალობით დაამარცხა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ნეტსის ფორვარდს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - 34 ქულა, 13 პასი და 9 მოხსნა მიითვალა და რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში შეძლო სამქულიანი ტყორცნის ზუსტად შესრულება. 

დურანტის ანგარიშზე ახლა ლიგაში, კარიერის განმავლობაში მოპოვებული 23 179 ქულაა, რითაც ის NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერების რეიტინგში 28-ე ადგილზე აღზევდა. ამასთან, დურანტი ნეტსის პირველი მოთამაშეა 21-ე საუკუნეში, რომელსაც ზედიზედ მე-7 თამაშში ჰქონდა 25 და მეტი ქულა. 

ნიკოლა იოკიჩის ორმაგი დუბლი (23 ქულა, 11 პასი) დენვერს მოგებისთვის არ ეყო

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მესამე მეოთხედში დენვერი 18 ქულითაც იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ ბრუკლინმა ნელ-ნელა შეძლო სხვაობის შემცირება, ბოლო პერიოდში კი წინ გასვლაც. მატჩის მიწურულს, როდესაც თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე ნეტსი 4-ქულიან უპირატესობას ფლობდა (117:113), კევინ დურანტმა პერიმიტრიდან ზუსტად ისროლა და ამით თავის გუნდს მატჩში გამარჯვება გაუნაღდა.

📺 დურანტი V დენვერი

ამ გამარჯვების შემდეგ ბრუკლინს 6-6 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. დენვერი, 11 მატჩში 5 მოგებით, დასავლეთში მე-10 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები