Thumbnail

ხოჭოლავა ოკუპირებულ დონბასში - შახტარის ქართველი ფეხბურთელი ფილმში გადაიღეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დონეცკის შახტარმა Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა
  • დავით ხოჭოლავამ დონბასის ოკუპირებული ქალაქები მოინახულა

დონეცკის შახტარის ოფიციალურ Youtube-ზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი "სახლი გვენატრება", რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი დავით ხოჭოლავაა. 

ხოჭოლავამ და მალიშევმა ოკუპირებულ დონბასში ბავშვები გაახარეს

ზამთრის პაუზისას შახტარის ორმა ფეხბურთელმა, ხოჭოლავამ და მაქსიმ მალიშევმა დონეცკის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიები მოინახულეს სამშვიდობო პროგრამა "მოდი, ითამაშეს" ეგიდით. მათ ჯამში 600 კილომეტრი გაიარეს. კრასნოგოროვკაში, ავდეევკაში და მარინკაში ხოჭოლავამ და მალიშევმა ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს. ისინი ოკუპირებულ დონეცკს კილომეტრ-ნახევრის მანძილზე მიუახლოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ კომენტარების მიხედვით იოლად მიხვდებით, რომ ფილმს ემოციურად და დადებითად შეხვდნენ, როგორც ოკუპირებულ ოქლებში (დონეცკი და ლუგანსკი), ისე დანარჩენ უკრაინაში.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის შახტარი საშინაო მატჩებს მშობლიური ქალაქის ნაცვლად, ხარკოვში ან კიევში ატარებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები