Thumbnail

შენგელიამ ევროსეზონი დაასრულა | ბასკონიამ ფენერბაჰჩესთან სერია წააგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონია 83:92 ფენერბაჰჩე, სერიაში 1:3
  • თორნიკე შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო

თორნიკე შენგელიასთვის ევროსეზონი დასრულებულია, მისმა ბასკონიამ ევროლიგის პლეი ოფის სერიის მეოთხე მატჩში შინ 83:92 წააგო შარშანდელ გამარჯვებულ ფენერბაჰჩესთან, სერიაში 1:3 გახდა და ბასკური კლუბი გათამაშებას გამოეთიშა. 

► შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე? თოკოს თქვენი დახმარება სჭირდება

ფენერბაჰჩე კი ევროლიგის ოთხთა ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. ამჯერად, ოთხთა ფინალი ბელგრადში გაიმართება. 

თორნიკე შენგელიამ 25:41 წუთი ითამაშა, მან 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

გუნდში ბომბარდირი ვენსან პუარიე იყო 14 ქულით. სტუმართა რიგებში მარკო გუდურიჩმა 22 ქულა ჩააგდო, ნიკოლო მელიმ კი - ქულით ნაკლები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები