Thumbnail

'ფავორიტები არ ვართ' - კუმანი ესპანეთის სუპერთასზე ბრძოლას ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რონალდ კუმანმა სოსიედადთან მატჩამდე ისაუბრა
  • ბარსელონა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში სოსიედადს შეხვდება

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ბარსელონა სან სებასტიანის რეალ სოსიედადს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს. მან თქვა, რომ სოსიედადი ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ოთხივე გუნდს ტიტულის მოპოვების თანაბარი შანსი აქვს.

"არ ვფიქრობ, რომ ბარსელონა ესპანეთის სუპერთასის ფავორიტია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია გუნდში არსებულ ვითარებაზე. სპორტულ კომპონენტს თუ გადავხედავთ, რეალ სოსიედადი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ოთხივე გუნდს სუპერთასის მოგების თანაბარი შანსი აქვს. არ მიყვარს ნახევარფინალის წინ ფინალზე საუბარი, ჯერ თამაში უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამისთვის შესანიშნავი თამაშის დემონსტრირებაა საჭირო", - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ სოსიედადისა და ბარსელონას მატჩი 13 იანვარს (23:59 საათი) გაიმართება, 14 იანვარს კი მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბილბაო მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს. გამარჯვებულები ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები