Thumbnail

იცნობდეთ: 7 წლისაა, ლივერპულის აკადემიაშია და 4.6 მილიონი გამომწერი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 7 წლის არათ ჰოსეინი, შესაძლოა, ყველაზე ნიჭიერი ბავშვია
  • ის ლივერპულის აკადემიაშია და მისი ოცნება ბარსელონაში თამაშია

არათ ჰოსეინი - ეს არის ირანელი ბავშვი, რომლის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება. 7 წლის ირანელი ვუნდერკინდი ლივერპულის აკადემიაშია. შესაძლოა, ინგლისურ გუნდს მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდეს.

არათი ირანში დაიბადა, მაგრამ Liverpool Echo-ს ინფორმაციით, ლივერპულში 5 წლის ასაკში გადავიდა. მიუხედავად ასაკისა, სოციალურ ქსელში ძალზე პოპულარულია და ინსტაგრამში 4.6 მილიონი გამომწერი ჰყავს! მათ შორის არიან მოკრივე ენტონი ჯოშუა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, მის პოსტებზე პატრიკ კლიუვერტის კომენტარებსაც შეხვდებით.

ინსტაგრამში ის აქტიურად ტვირთავს ვიდეოებს, რომელშიც თავის არაჩვეულებრივ უნარებს წარმოაჩენს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია თავისი ასაკისთვის მისი ტალანტი და ამგვარად, სრულად არ არის გასაკვირი, რომ სოციალურ ქსელში ასე ბევრი მიმდევარი ჰყავს. მისი სტილის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ "პატარა ლიონელ მესი" შეარქვეს. არათი ამჟამად ლივერპულშია, მაგრამ ის ბარსელონას გულშემატკივარია და მისი ოცნებაც ესპანურ კლუბში თამაშია. რა თქმა უნდა, ჰოსეინის კერპი ლიონელ მესია, რომელმაც ირანელ ბავშვს ერთხელ სოციალურ ქსელში გასაოცარი უწოდა.


გასულ წელს არათის მამამ, მუჰამედმა FIFA-სთან შვილის შესახებ ისუაბრა: "არათის მიზანია, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გახდეს. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ფეხბურთელი გახდება. ის ძალიან ნიჭიერი და თვითმოტივირებულია. წინ გრძელი გზაა და ჩვენ აქცენტს მის მიზანზე გავაკეთებთ. ის იქნება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე და ნაბიჯებზე, რისი გადადგმაც შეგვიძლია. ხელს არაფერი გვიშლის. არათს სკოლა და ფეხბურთი უყვარს. ამჟამად ლივერპულის აკადემიაში ვარჯიშობს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მას დავეხმარო".

არათ ჰოსეინი - დაიმახსოვრეთ ეს სახელი, რადგან 7 წლის ბავშვს ძალიან, ძალიან დიდი მომავალი აქვს...

კომენტარები

ბოლო ამბები