Thumbnail
  • მესუთ იოზილს ტოტენჰემში თამაშს კარიერის დასრულება ურჩევნია
  • 'დეზების' თავკაცმა ნახევარმცველს პრესკონფერენციაზე უპასუხა

მესუთ იოზილს არსენალის შემადგენლობაში დიდი ხანია არ უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას გუნდში მისვლის შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ გერმანელი ათამაშდებოდა, ეს ასე არ მოხდა.

მესუთი მომავალ ზაფხულს არსენალს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, მას ორი გუნდი, ამერიკული DC იუნაიტედი და თურქული ფენერბაჰჩე აკვირდებიან, თუმცა დიდი ალბათობით, იოზილი წინასწარ კონტრაქტს მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, თურქულ კლუბთან გააფორმებს.

მიუხედავად ამისა, მესუთს კითხეს, თუ რას ფიქრობდა სხვა ლონდონურ კლუბში - ტოტენჰემში გადასვლაზე, რაზეც ნახევარმცველმა უპასუხა, რომ "დეზების" შემადგენლობაში თამაშს კარიერის დასრულება ურჩევნია.

იოზილის მდგომარეობა არსენალში უკეთესობისკენ არ შეიცვალა

32 წლის ფეხბურთელს პასუხი პრესკონფერენციაზე გასცა ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

"და ვინ უთხრა, რომ ტოტენჰემს მისი შეძენა სურს?", - შეკითხვითვე უპასუხა მოურინიომ ამ თემაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები

ბოლო ამბები