Thumbnail
  • იუნაიტედის ექს-ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ახალწვეულზე ისაუბრა
  • 18 წლის კოტდივუარელი ფორვარდისგან მერსისაიდელები ბევრს მოელიან 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა კლუბის ახალწვეულზე, ამად დაილო ტრაორეზე ისაუბრა. 18 წლის კოტდივუარელი თავდამსხმელი მანჩესტერ იუნაიტედში ახლახან, ბერგამოს ატალანტადან გადავიდა, ფერდინანდი კი მას უკვე კრიშტიანო რონალდოს ადარებს.

"თუკი ვნახავთ დიალოს ვიდეოს და გავესაუბრებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მის ტრანსფერზე იმუშავებს, გასაგები გახდება, რომ ამ ბიჭს მსოფლიოს დაპყრობა შეუძლია. მანჩესტერ იუნაიტედში მიიჩნევენ, რომ ალმასს მიაკვლიეს.

არ მინდა ამადა წნეხში მოექცეს და მისგან ისეთივე მოლოდინი შევქმნა, როგორიც რონალდოსგან, მაგრამ კრიშტიანოსაც არავინ იცნობდა პორტუგალიის გარეთ, როდესაც მას ვყიდულობდით. ამ მხრივ ისინი გვანან ერთმანეთს. თუკი თავის ნიჭს სწორად გამოიყენებს, დიალოც სუპერვარსკვლავი გახდება”, - ამბობს ფერდინანდი.

რიო ფერდინანდი ახალგაზრდა კოტდივუარელზე დიდ იმედებს ამყარებს

ამად დიალო მანჩესტერ იუნაიტედში იანვრის დასაწყისში გადავიდა და კონტრქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ატალანტასთან ტრანსფერზე ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოილაპარაკა. მედიაში დაიწერა, რომ მანკუნიანელები ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს თავიდანვე გადაიხდიდნენ, კიდევ 15 მილიონს კი - ბონუსების სახით.

კომენტარები

ბოლო ამბები