Thumbnail
  • რეალმა კილიან მბაპეს შესაძენად ფინანსების მოძიებაზე ზრუნვა დაიწყო
  • ესპანური AS მოსალოდნელი სუოპერტრანსფერის დეტალებზე წერს

მადრიდის რეალი კილიან მბაპეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელებმა 6 ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტეს იმისათვის, რომ პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის დაფინანსება შეძლონ. 

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული

AS-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ მადრიდული გრანდის დატოვება მოუწევთ ისკოს, ლუკა იოვიჩს, მარსელოს და ამჟამად სხვა კლუბებში განათხოვრებულ ფეხბურთელებს - გარეთ ბეილს (ტოტენჰემშია), დანი სებალიოსს (არსენალი) და ბრაჰიმ დიასს (მილანი). ამ მოთამაშეების ტრანსფერები რეალს 100-დან 150 მილიონამდე ევროს მოუტანს, რაც მბაპეს ტრანსფერის დასაფინანსებლად აუცილებელი თანხაა.

ფრანგ ფორვარდს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი 150-დან 222 მილიონ ევრომდეა. ცნობილია, რომ პარიზელებს მბაპეს გაშვება არ სურთ და მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ, თუმცა კილიანი თავს იკავებს. როგორც ჩანს, მას კლუბის გამოცვლა სურს. ამ სეზონში კილიან მბაპემ 20 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები