Thumbnail

ევროთასები შეწყდა - მიზეზი საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ევროთასები - ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ კაპი - დროებით შეჩერებულია - მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებაა.

საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს მათი სარაგბო კლუბები ბრიტანულებს ეთამაშონ, მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც ძირითადად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული. ორივე ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ორი ტურია დარჩენილი. 

"ვიმედოვნებთ, რომ ტურნირები რაც შეიძლება მალე განახლდება", - ვკითხულობთ EPCR-ის განცხადებაში. 

პრობლემა შესაძლოა, უფრო მასშტაბური გახდეს და საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებას წლევანდელი 6 ერიც შეეწიროს. 

კომენტარები

ბოლო ამბები