Thumbnail
  • ოლიმპიაკოსი 0:3 ანორთოსისი
  • გიორგი ქვილითაიამ მე-10 გოლი გაიტანა

კვიპროსის I დივიზიონის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა სტუმრად ნიქოზიის ოლიმპიაკოსი დაამარცხა 3:0 და ქულებით (36) მესამეადგილოსან ომონიას დაეწია.

23-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი პენალტის ნიშნულიდან (თავად მოიპოვა) გიორგი ქვილითაიამ გაიატანა. 27 წლის ფორვარდი ქეცბაიამ 76-ე წუთზე გამოცვალა. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია. 16 იანვარს ანორთოსისი ნეა სალამინას მასპინძლობს.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი ოლიმპიაკოსის კარში

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ვულოცავ ფეხბურთელებს ამ მძიმე გამარჯვებას. ეს მარტო იმის ბრალი არ არის, რომ ოლიმპიაკოსი კარგი გუნდია, სტადიონის ბრალიცაა. რა უბადრუკი სტადიონია, 45 წელია, რაც ფეხბურთში ვარ და ასეთ სტადიონზე არც კი მივარჯიშია. სამწუხაროა, რომ ასეთ მოედნებზე თამაში გვიწევს".

ბელგიური გენტიდან იჯარით მოთამაშე ქვილითაიას 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ის კვიპროსის ჩემპიონატში თანაბომბარდირია ფრანგ ნიკოლა დიგინისთან (აპოლონი) და ფინელ ბერატ სადიკთან (დოქსა) ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები