Thumbnail

'ნახეთ, ვინ დაბრუნდა' - ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრაზილიელ ვარსკვლავს კოჭის ტკივილი აღარ აწუხებს
  • ნეიმარმა ბოლოს გასული წლის 13 დეკემბერს ითამაშა

ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა წვრთნა განაახლა და საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა. პარიზული კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა მინაწერით: “ნახეთ, ვინ დაბრუნდა”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დაზიანება 13 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში, ლიონთან (0:1) მიიღო, როდესაც ტიაგუ მენდესი ეუხეშა. ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარცხენა კოჭის მყესების დაჭიმულობა ჰქონდა. 

ნეიმარმა მიმდინარე ლიგა 1-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონატის 19 მატჩში მოპოვებული 39 ქულით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ ლიონს ქულით ჩამორჩება. პსჟ მომდევნო მატჩს 17 იანვარს სტუმრად ანჟერთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი თომას ტუხელი არგენტინელმა მაურისიო პოჩეტინომ შეცვალა.

📺 ნეიმარის ტრავმა ლიონთან

კომენტარები

ბოლო ამბები