Thumbnail

ჭიკაძე UFC 257-ზე? - ხაბიბის მენეჯერი დავოდუს შემცვლელად გიგას სთავაზობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 იანვარს აბუ-დაბიში "მებრძოლთა კუნძულზე" UFC 257-ის ბრძოლები გაიმართება. ქვემსუბუქ წონაში დანიშნული ორთაბრძოლა ჰაკიმ დავოდუსა და შეინ ბურგოსს შორის, დიდი ალბათობით, ვერ შედგება, რადგან კანადელი სპორტსმენი ტრავმირებულია. ცნობილი პრომოუთერი ალი აბდელ-აზიზი, დავოდუს შემცვლელად UFC-ის გიგა ჭიკაძეს სთავაზობს. 

The SportsRush-ის ინფორმაციით, ივენთამდე ორი კვირით ადრე სავსებით რეალურია, რომ ქართველმა მებრძოლმა მართლა ჩაანაცვლოს კანადელი და შეინ ბურგოსს დაუპირისპირდეს. 

📺 ჭიკაძის ჰაილაითები

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გიგა ჭიკაძე 2020 წელს დაუმარცხებელი იყო. მან ოთხი ბრძოლის გამართვა მოასწრო. გიგამ ჯამალ ემერსს, ირვინ რივერას და ომარ მორალესს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო, ჯეიმს სიმონსს კი პირველსავე რაუნდში, ნოკაუტით აჯობა. გიგას UFC-ში სულ 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები