Thumbnail

შენგელია ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე? თოკოს თქვენი დახმარება სჭირდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თორნიკე შენგელიას ქართველი გულშემატკივრების დახმარება სჭირდება - ესპანეთის ჩემპიონატში (ACB ლიგა) საუკეთესო კალათბურთელს ირჩევენ. 

ხმის მიცემა ძალიან მარტივია სოციალური მედიის მეშვეობით. 

ვწერთ:  #MVPMovistar Tornike Shengelia 

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. ხმის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი. 

ფანების ხმები საერთო ხმების 25%-დ ჩაითვლება (დანარჩენი მოდის მწვრთნელებზე, კალათბურთელებზე და პრესაზე, თითოეულს 25%).

ხმის მიცემის პროცედურა 19 მაისს 17 საათზე დასრულდება. 

დღევანდელი მონაცემებით ლიდერობს რეალის ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, შემდეგ მოდის თორნიკე შენგელია, რომელიც დიონ თომპსონს უსწრებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზსაც უმიზნებს. ფანების გამოკითხვაში ამჟამად ქართველი ფორვარდი 6.5%-ით მე-4 ადგილზეა. იგი ნიკ კალათესს, ლუკა დონჩიჩსა და ჯეიმს გისტს ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები