Thumbnail

წითელი ბარათი პირველივე თამაშში! ედგარ დავიდსი არ იცვლება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მთავარი მწვრთნელის რანგში ედგარ დავიდსის დებიუტი შედგა
  • ნიდერლანდელი ლეგენდა გააძევეს - ისევ...

ედგარ დავიდსის დებიუტი ოლჰანენსეს მთავარი მწვრთნელის რანგში სხვანაირი თითქოს არც შეიძლებოდა ყოფილიყო…

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა პორტუგალიის მესამე ლიგის კლუბის დამრიგებლობის სადებიუტო თამაშში წითელი ბარათი მიიღო! გაძევების მიზეზი ის არის, რომ ლუსიტანოსთან მატჩში (0:0) მეტოქე გუნდის მწვრთნელს, ივო სოარეშს ეჩხუბა. მატჩის შემდეგ დავიდმა მედიასთან საუბარი და შემთხვევის განმარტება არ ისურვა. აღსანიშნავია, რომ ედგარის კოლეგას მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარეს და გუნდთან ერთად დარჩა.

მოკლედ, ფაქტია, რომ 47 წლის დავიდსი თავის მეტსახელ ‘პიტბულს’ მწვრთნელის რანგშიც ამართლებს. აქტიური სპორტული კარიერის დროს ედგარი აიაქსში, იუვენტუსში, ტოტენჰემში, მილანში და ბარსელონაში თამაშობდა - 580 ოფიციალურ მატჩში მას 22 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

ედგარმა მწვრთნელობა 2012-დან 2014 წლამდეც სცადა - მაშინ ინგლისის მეხუთელიგელ ბარნეტს ჩაუდგა სათავეში და მოთამაშე მწვრთნელი იყო, მაგრამ იქაც ხშირად ურევდა. ორ სეზონში 38-ჯერ ითამაშა და 5-ჯერ გააძევეს - ოთხჯერ ორი ყვითელი მიიღო, ერთხელ კი პირდაპირ წითელი.

2019 წელს ნიდერლანდელი ტელსტარის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, ახლა კი მის სამწვრთნელო კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო მთავარი მწვრთნელის რანგში და ისევ დისკვალიფიცირებულია...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები