Thumbnail

პირველი მარცხი ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა იაპონელ ვეტერანს ვერ აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 35 წლის ოკინოუმიმ ქართველი სუმოისტი იორიკირით დაამარცხა
  • ტოჩინოშინს მომდევნო ბრძოლა უხერხულ მეტოქესთან ელის

33 წლის ქართველმა ექს-ოძეკი ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-2 ორთაბრძოლა ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა. ჩვენებურს 35 წლის ვეტერანმა ოკინოუმიმ აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ტოკიოში დაწყებულ ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, იაპონელი სუმოისტი კი ამჟამად დასავლეთის მე-5 მაეგაშირა გახლავთ, თავის დროზე კი სეკივაკეც ყოფილა. ოკინოუმიმ ქართველი მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და რამდენიმე წამში იორიკირის განხორციელება არ გასჭირვებია. ახლა, ამ ორ სეკიტორის დაპირისპირებაში ტოჩინოშინი მინიმალურ დადებით ბალანსს (9 მოგება, 8 მარცხი) ინარჩუნებს.

უკვე ცნობილია, რომ იანვრის სუპერტურნირის მე-3 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის სეკივაკე, მონღოლი ტერუნოფუჯი იქნება. ტოჩინოშინს 29 წლის ექს-ოძეკისთან კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს, რადგანაც გასული 12 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული.

📺 ტოჩინოშინი V ოკინოუმი

კომენტარები

ბოლო ამბები