Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 102:120 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ენტონი დევისი შეუჩერებელი იყო - 27 ქულა და +28
  • ლეიკერსის დაცვამ ჰარდენს შანსი არ მისცა

წუხანდელი სათამაშო დღის მთავარ თამაშში ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონს ხვდებოდა. სულ ცოტა ხნის წინ ორივე ეს გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტებს შორის განიხილებოდა. ლეიკერსი ახლაც ფავორიტია, ჰიუსტონი კი დასუსტდა. ეს თამაშზეც აისახა - კალიფორნიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სოლიდური სხვაობით გაიმარჯვეს. მატჩის ბედი მეორე მეოთხედშივე გადაწყდა, რომელშიც ლეიკერსმა 40 ქულა ჩააგდო და 15 ქულით მოიგო.

ჩემპიონებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო. ჰიუსტონს მეტოქის 'მაღლებთან' თამაში უჭირს და დევისმაც ეს შარშანდელი პლეი ოფის მსგავსად გამოიყენა. AD ბურთს თითქმის არ აცილებდა, 12-დან 9 სროლა ჩააგდო, 10 ჯარიმაც ისროლა და 27 ქულა დააგროვა. 12 სროლაში 27 ქულის დაგროვება თანაც სამქულიანების გარეშე ძალიან მაგარი შედეგია. დევისმა თამაში ფენომენალური +28-ით დაასრულა.

18 ქულა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, 16 - მონტრეზ ჰარელს. ლეიკერსის დაცვამ მეტოქეს შანსი არ მისცა. ჰიუსტონმა თავისის სროლების მხოლოდ 41 პროცენტი გამოიყენა და 41-დან 12 სამიანი ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენმა 8-დან მხოლოდ 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად და 20 ქულას დასჯერდა. ჰიუსტონის ძირითად ხუთეულს უარყოფითი მაჩვენებელი 10-ზე მეტი ქულით ჰქონდა. მაგალითად, ჯონ უოლმა - 28-ით დაასრულა, რას იმას ნიშნავს, რომ ის წუთები, როდესაც ვოლი პარკეტზე იყო, ჰიუსტონმა 28 ქულით წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები