Thumbnail

6 ერი ჩაშლის პირასაა - საფრანგეთის მთავრობამ ყველაფერი არია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მიზეზი ისევ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვებია
  • არსებობს ვარიანტი ტურნირი საფრანგეთის ნაკრების გარეშე ჩატარდეს

მოახლოებული სარაგბო 6 ერის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებობს შანსი, რაგბში მთავარი ევროპული სანაკრებო ტურნირი საერთოდ ჩაიშალოს ანაც ის საფრანგეთის გარეშე გაიმართოს.

აღნიშნულის მიზეზი საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც ქვეყანამ საზღვრების კიდევ ერთხელ ჩაკეტვა გადაწყვიტა. ფრანგებს კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება აშინებთ და ამ ნაბიჯზე წასვლაც ამიტომ გადაწყვიტეს. ეს ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით შეჩერდება ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის გათამაშება, დარტყმის ქვეშ კი 6 ერიც დგება.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტურნირი შესაძლოა ერთ ქვეყანაში ჩატარდეს. არსებობს ვარიანტი, რომ შეჯიბრი ძველ ფორმატს დაუბრუნდეს და თებერვალ-მარტში 5 ერის მონაწილეობით გაიმართოს (ცხადია, ამჯერად, შეჯიბრს საფრანგეთი გამიაკლდება და არა – იტალია) ან სრულფასოვანი ტურნირი შედგეს, ოღონდ – ზაფხულის ტესტების პერიოდში.

ეს ვარიანტი თითქოს ყველაზე მიმზიდველად სჩანს, თუმცა, არა გვქონია მას ბრიტანული ნაკრებები დაეთანხმნონ, რადგანაც აღნიშნულ პერიოდში თამაში საუკეთესო მორაგბეების გარეშე მოუწევთ. მიზეზი ისაა, რომ ზაფხულში რჩეული მოთამაშეები “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” ტურნეზე იქნებიან სამხრეთ აფრიკაში.

ცნობისთვის, ამჟამინდელი განრიგით 6 ერის მომავალმა გათამაშებამ სტარტი 6-7 თებერვალს უნდა აიღოს და პირველ ტურში შემდეგი მატჩები უნდა ჩატარდეს: იტალია-საფრანგეთი, ინგლისი-შოტლანდია, უელსი-ირლანდია.

კომენტარები

ბოლო ამბები