Thumbnail

'73 გოლი 14-წლამდე გუნდში გაუტანია' - ლინეკერმა პელეს დასცინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გარი ლინეკერის ირონიული პოსტი პელეზე
  • ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის ხუმრობა პოპულარული გახდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა პელეს დასცინა. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ლეგენდა არ აღიარებს, რომ მას გოლების რაოდენობით კრიშტიანო რონალდომ გადაასწრო და ამის დასტურად ინსტაგრამის პირადი გვერდის აღწერაში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც დააფიქსირა.

ლინეკერმა კი ამჯერად კომენტარი მესის და პელეს დუელზე გააკეთა. არგენტინელმა ბრაზილიელს ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით ცოტა ხნის წინ გადაასწრო, ინგლისელმა კი ამასთან დაკავშირებით ირონიული პოსტი ტვიტერში გამოაქვეყნა:

"2 მატჩში 4 გოლი და ახლა ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით მესი პელეს მხოლოდ 583 გოლით ჩამორჩება. მოიცადეთ, ახლახან აღმოაჩინეს კიდევ 73 გოლი, რომელიც პელემ 14 წლამდე გუნდში გაიტანა. ასე რომ, ჩამორჩენა 656 გოლია", - დაწერა ლინეკერმა.

ბარსელონაში 644-ე გოლის გაიტანის შემდეგ ლიონელ მესის რეკორდის დამყარება სოციალური ქსელის მეშვეობით თავად პელემაც მიულოცა. სხვათა შორის, მესიმ და ლუდის კომპანია "ბუდვაიზერმა" ამ რეკორდთან დაკავშირებით ორიგინალური ნაბიჯი გადადგეს და ყველა იმ მეკარეს, ვისთისაც ლეოს ბარსელონას მაისურით გოლი გაუტანია, საჩუქრად ლუდი გაუგზავნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები