Thumbnail

ლამელოს ისტორიული მატჩი - ასეთი რამ NBA-ში პირველად მოხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვიცი, რა შემიძლია და ისიც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა'
  • ლამელო ბოლმა სამმაგი დუბლი 19 წლისა და 140 დღის ასაკში შეასრულა

შარლოტ ჰორნეტსის გამთამაშებელმა ლამელო ბოლმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ლიგაში სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

ბოლმა, რომელიც გასული წლის დრაფტზე მე-3 ნომრად აირჩიეს, ატლანტა ჰოუქსთან მატჩში 22 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. თამაშის დღეს ლამარი 19 წლისა და 140 დღის გახლდათ, უწინდელი რეკორდი კი ორლანდო მეჯიქის მოთამაშე მარკელ ფულცს ეკუთვნოდა. 2018 წელს მან ტრიპლ-დაბლი 19 წლისა და 317 დღის ასაკში შეასრულა.

“ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ვიცი, რა შემიძლია და ისიც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა”, - განაცხადა ბოლმა, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 13.1 ქულას, 5.9 პასსა და 6.4 მოხსნას აგროვებს.

მანამდე, ბოლმა NBA-სთვის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როდესაც ნიუ ორლეან პელიკანსთან მატჩში 12 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მხოლოდ 25.5 წუთში მიითვალა. ლამარი ხუთზე მეტ პასს ზედიზედ 7 მატჩში აგროვებდა, რაც სათადარიგოთა სკამიდან შესული ახალბედებისთვის საუკეთესო შედეგია მაქსი ბოგსის სეზონის (1987-1988) შემდეგ.

📺 ლამელო ბოლის ისტორიული სამმაგი დუბლი

კომენტარები

ბოლო ამბები