Thumbnail

ჰაცუ ბაშო დაიწყო - ტოჩინოშინმა პირველივე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ ტამავაში დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა პირველივე ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძემ ტამავაში დაამარცხა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბრძოლა დაძაბული გამოვიდა. ტამავაშის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა სუმოისტმა ბოლო მომენტში მეტოქე შემოატრიალა და დოჰიოდან გადაიყვანა.

მეორე საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, 35 წლის იაპონელს ტოჩინოშინი 9:7-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში.

კომენტარები

ბოლო ამბები