Thumbnail

'მხოლოდ 50 ბრძოლა აქვს' - ტაისონი მეივეზერს ყველა დროის საუკეთესოდ არ თვლის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტაისონი ამბობს, რომ ფლოიდი 'GOAT'-ის წოდებას არ იმსახურებს
  • ბრუკლინელმა ხულიო სეზარ ჩავესი და შუგარ რეი რობინსონი გაიხსენა

მაიკ ტაისონი ამბობს, რომ ფლოიდ მეივეზერის კრივის რეკორდი - 50-0, მას ყველა დროის საუკეთესო მოკრივის სტატუსს არ ანიჭებს და ამის დასამტკიცებლად, ლეგენდარულ ბრუკლინელს, კრივის ისტორიიდან ორი მოკრივის კარიერა მოჰყავს.

ტაისონი ამბობს, რომ მექსიკელი ხულიო სეზარ ჩავესი, რომელიც ერთი პერიოდი 87-0-ზე რეკორდს ფლობდა და ამერიკელი შუგარ რეი რობინსონი დღეს ბევრს აღარ ახსოვს. "ფლოდი დიდი მებრძოლია, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მან მხოლოდ 50 ბრძოლა ჩაატარა..."

"შეუგარ რეი რობინსონს 47 მოგება ჰქონდა, სანამ პირველად დამარცხდებოდა და ამის შემდეგ კიდევ ზედიზედ 78 ბრძოლა მოიგო, აქედან 60 ნოკაუტით მგონი..." - ამბობს ტაისონი. "ჩავესი თითქმის 90-ზე იყო ასული და წელიწადში 8-ჯერ თუ 9-ჯერ ჩხუბობდა. ჩხუბობდა ყველასთან ვინც დივიზიონში იყო."

ფლოიდმა 50 ბრძოლიდან, ბოლო ბრძოლა, პროფესიულ კრივში დებიუტანტ, MMA-ს მებრძოლთან - კონორ მაკგრეგორთან მოიგო - 49 ბრძოლიანი სუფთა სერია კი როკი მარჩიანოსაც ჰქონდა. ასევე, გასახსენებელია წარმოშობით იტალიელი უელსელი - ჯო კალზაგი, რომელმაც კარიერა მეივეზერივით დაუმარცხებლად დაასრულა, თუმცა ოფიციალურად 4 ბრძოლით ნაკლები ჩაატარა - 46-0.

კომენტარები

ბოლო ამბები