Thumbnail
  • 60-ში პაპინაშვილი ნახევარფინალში რუს მეტოქეს ხვდება
  • 66-ში მარგველაშვილმა მოულოდნელად სტარტზევე წააგო

თელ-ავივში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟთა შორის 60 და 66 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეები გამოვიდნენ, მათ შორის სამი ქართველი - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ვაჟა მარგველაშვილი (66).

60 კგ

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მეორეში კი მისი მეტოქე რუსი ბესლან მუდრანოვი იყო. ჩხვიმიანი ოლიმპიურ ჩემპიონთან ვერას გახდა - ვაზარით დათმო ორთაბრძოლა. მუდრანოვმა შემდეგ უკრაინელ არტიომ ლესიუკთან დათმო.

ამირან პაპინაშვილმა კი C პული მოიგო - პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა, შემდეგ ვაზარით მოუგო უნგრელ ჩაბა საბოს. 

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ისლამ იაშუევია. ფინალური ბლოკი 18 საათიდან დაიწყება. 

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ლესიუკი და ბულგარელი იანისლავ გერჩევი ჭიდაობენ. 
რაც შეეხება ბექირ იოზლუს (ბეთქილ შუკვანი) ის მეორე წრეში ლესიუკთან დამარცხდა. 

66 კგ

სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად იყო განთესილი ვერ გაგვახარა. პირველ წრეში მან ყველასათვის მოულოდნელად, გერმანელ მიხელ ადამთან დათმო. გერმანელმა ქართველს ვაზარით აჯობა. 

ნახევარფინალში ჭიდაობენ - მონტენეგროელი მარკო გუშიჩი იტალიელი მატეო მედვესის წინააღმდეგ და სლოვენიელი ადრიან გომბოჩი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვის წინააღმდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები