Thumbnail

გენტის თავკაცმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა. 56 წლის ბელგიელი სპეციალისტის თქმით, ქართველ ნახევარმცველს არცთუ მძიმე, მაგრამ უცნაური ტრავმა აქვს. 

15 სექტემბერს რაპიდის მეკარესთან შეჯახება გიორგის ძვირად დაუჯდა

ჰეინ ვანჰაზებრუკი (გენტის მწვრთნელი): "გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, მაგრამ დისკომფორტს მაინც გრძნობს. ჩვენ ვცდილობთ, რამე მოვუხერხოთ მის ტრავმას. ახლა ცოტა ხნით დაისვენებს და შემდეგ ისევ დაიწყებს ვარჯიშს. ვიმედოვნებთ, რომ მის აღდგენის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, რომ ასი პროცენტით მზად იყოს თამაშისთვის.

გიორგის ტრავმასთან დაკავშირებით მედიკოსები ყველა სახის გამოსავალს ცდიან, მაგრამ დაზიანება ცოტა უცნაურია, მაგრამ არა სერიოზული. ტკივილი პერმანენტულად გრძელდება, ახლა ისინი ცდილობენ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან. ანატომიურად რომ ავიღოთ, ჩაკვეტაძე მზად არის თამაშისთვის, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნება რჩება. კარგია, რომ ოპერაცია საჭირო არ არის. თითქოს, ტრავმა დიდი ხნის წინათ უნდა მორჩენილიყო, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება". 

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზაფხულში დაუბრუნდა გენტს, თუმცა 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ვენის რაპიდის 19 წლის მეკარემ ლეო გრაიმლმა მოცელა, რისთვისაც პენალტი დაინიშნა. ამ ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძე ორჯერ დაბრუნდა, თუმცა ორჯერვე წარუმატებლად. ოქტომბრის დასაწყისში მან ბეერსხოტთან ითამაშა, დეკემბერში კი ამხანაგურ მატჩში, რომელშიც გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები