Thumbnail
  • სტანიმირ სტოილოვი საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს აქებს
  • ბულგარელი და სლოვაკი ერთმანეთს ყაზახურ კლუბებში მუშაობის პერიოდიდან იცნობენ

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთის მთვარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ადგილობრივ sports.kz-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებსა და მის მთავარ მწვრთნელზე ვლადიმირ ვაისზეც ისაუბრა.

საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფში, ლატვიასა და ანდორასთან ერთად ითამაშებენ. ვაისის ნაკრები ჯგუფში პირველ (6 სექტემბერს) და ბოლო (19 ნოემბერს) შეხვედრებს სწორედ ყაზახეთთან გამართავს.

სტოილოვი, რომელიც ყაზახეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე, ადგილობრივ ასტანას წლების განმავლობაში წვრთნიდა, საქართველოს ნაკრების თავკაცს კარგად იცნობს - სლოვაკი სპეციალისტის გაწვრთნილი ქაირათის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. 

სტანიმირ სტოილოვს ვლადიმირ ვაისთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს

"საქართველოს ნაკრებს ჩვენი ჯგუფის ფავორიტად მეც მივიჩნევ. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? შევხედოთ, კალათების მიხედვით, ჯერ საქართველოა, შემდეგ ლატვია და შემდეგ მოდის ყაზახეთი. მხოლოდ ანდორაა ქვემოთ. რეიტინგი ხომ ჰაერზე არ დგება.

ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ მოვახერხებთ წინსვლას. ამის გაკეთება იოლი არ იქნება. შევეცდებით, პირველები ვიყოთ ჯგუფში, რაც ძალიან დიდი ნახტომი იქნება, მაგრამ თავად ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ვცდილობ.

აზერბაიჯანის ნაკრები საქართველოს ჰგავსო - ყაზახებმა ამხანაგური დაგეგმეს

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, ის ბრწყინვალე სპეციალისტია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან კარგი დაპირისპირებები მაკავშირებს. ვფიქრობ, ამ მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გახდა. ამის დასტური გუნდის ბოლო თამაშებია.

► ვლადიმირ ვაისის გუნდის შედეგებმა ყაზახებს საფიქრალი გაუჩინა

რაც შეეხება იმას, რომ კარგად ვიცნობ ამ სპეციალისტს, სამაგიეროდ, არც ის მიცნობს ცუდად", - ღიმილით ამბობს ბულგარელი სპეციალისტი.

ფიფას აპრილის რეიტინგში საქართველო 96-ე ადგილზეა, ყაზახეთი - 119-ზე.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ივნისში ავსტრიულ შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 1-ში მალტას ეთამაშება, 5-ში კი - ლუქსემბურგს.

კომენტარები

ბოლო ამბები