Thumbnail
  • ფრანგ ფეხბურთელს 2 დეკემბრის შემდეგ არ გაუტანია
  • კუმანის აზრით, მან საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს  

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში მადრიდის ატლეტიკოდან 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. კატალონიაში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა ფრანგმა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო სასურველ ფორმაში შესვლა.

ანტუანი ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა გოლს იტანს. ბოლოს 29 წლის ფორვარდმა 2 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზე, ფერენცვაროშის წინააღმდეგ გაიტანა, რაც მისი დონის შემტევისთვის ცუდი მაჩვენებელია.

ანტუანის ფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გრიზმანს თვითრწმენა აკლია და მისი დაბრუნებისთვის გოლების გატანაა საჭირო.

"ნებისმიერ მოთამაშეს სჭირდება საკუთარი თავის, თანაგუნდელებისა და იმ ადგილის ნდობა, სადაც თამაშობს. დროა მან გოლების გატანა დაიწყოს, რადგან ეს საუკეთესო წამალია თვითრწმენის აღსადგენად", - განაცხადა კუმანმა.

ანტუან გრიზმანმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხევედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი მხოლოდ 3 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები