Thumbnail
  • ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაცია დეკადის მეგოლეთა სიას აქვეყნებს
  • 2011 წლიდან 2020 წლამდე გატანილ გოლებში რონალდომ მესის აჯობა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დეკადის საუკეთესო მეგოლეების სია გამოაქვეყნა. მათ 2011 წლიდან 2020 წლამდე ყველა საერთაშორისო ტურნირზე გატანილი გოლები დათვალეს, რის შემდეგაც კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის ერთი გოლით გაუსწრო.

რონალდომ 10 წელში 550 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ლიონელ მესიმ 549-ჯერ გამოიჩინა თავი. მე-3 ადგილზე მიუნხენის ბაიერნის შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა 417 გოლით. ხუთეულში შევიდნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი (340) და ლუის სუარესი (335).

იხილეთ დეკადის საუკეთესო მეგოლეების ათეული

1 კრიშტიანო რონალდო - 550 გოლი

2 ლიონელ მესი - 549 გოლი

3 რობერტ ლევანდოვსკი - 417 გოლი

4 ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 340 გოლი

5 ლუის სუარესი - 335 გოლი

6 ედინსონ კავანი - 334 გოლი

7 ნეიმარი - 327 გოლი

8 სერხიო აგუერო - 302 გოლი

9 პიერ ემერიკ ობამეიანგი - 278 გოლი

10 სებასტიან ტაგლიაბუე - 265 გოლი

კომენტარები

ბოლო ამბები