Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 115:105 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • გოლდენ სტეიტმა დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან -22 ქულა გააბათილა
  • უორიორსის გამთამაშებელი (38 ქულა, 11 პასი) მოედანზე საუკეთესო იყო 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. გოლდენ სტეიტ უორიორსი და ლოს ანჯელეს კლიპერსი ზედიზედ მეორედ დაუპისირპირდნენ ერთმანეთს და თუკი ორი დღის წინ გამარჯვება კლიპერსმა იზეიმა, ამჯერად უკეთესი უორიორსი იყო.

არადა, კლიპერსი პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში უკეთესი იყო. სტუმრები ანგარიშში წინ თავიდანვე გავიდნენ, მესამე მეოთხედში კი 22-ქულიან უპირატესობაც ფლობდნენ, მაგრამ შანსი ბოლო პერიოდში გაანიავეს. უორიორსმა ბოლო მეოთხედი 34:18 მოიგო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

გოლდენ სტეიტში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა - 38 ქულა, 11 პასი. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე, კარიმ ბურთის უკან შემოტარებით შესრულებული ეფექტური კროსოვერით თავი პოლ ჯორჯისგან გაითავისუფლა და სამქულიანი ჩააგდო, რითაც თავისი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა (115:103). ეს ეპიზოდი მატჩის გამორჩეულ მომენტებში მოხვდა.

ცნობისთვის, სტეფ კარიმ კლიპერსთან ჯამში 14 სამქულიანი შეასრულა, საიდანაც 9 ჩააგდო. უორიორსის გამთამაშებლისთვის ეს კარიერის 50-ე მატჩია, რომელშიც პერიმეტირდან 8 და მეტი ზუსტი სროლით გამოირჩა. მსგავსი რამ NBA-ს ისტორიაში სხვა ვერავინ შეძლო. მეტიც, აქამდე არცერთ კალათბურთელს მიუღწევია 50-მატჩიანი ნიშნულისთვის, თამაშში 7 და მეტი ზუსტი სამქულიანით.

სტეფ კარი NBA-ში უნიკალური მიღწევითაც გამოირჩა

გამარჯვებულთა შორის 16 ქულით გამოირჩა ენდრიუ უიგინსი, ხოლო 12-ით - ერიკ პასკელი. კლიპერსში კი საუკეთესოები პოლ ჯორჯი (25 ქულა, 7 პასი), კავაი ლეონარდი (24 ქულა) და სერჟ იაბაკა (19 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ.

📺 გოლდენ სტეიტი V კლიპერსი [მიმოხილვა]

გოლდენ სტეიტს 9 მატჩიდან 5 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა. უორიორსი მომდევნო შეხვდრას 11 იანვარს, შინ ტორონტოსთან ჩაატარებს. ლოს ანჯელეს კლიპერსი 10 თამაშიდან 6 მოგებით, ამავე კონფერენციაში მესამე ადგილს იკაებს, შემდეგი თამაში კი 11 იანვარს, შინ ჩიკაგოს ბულსთან აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები