Thumbnail
  • ნოდარ ქავთარაძე უნგრულ მეზოკოვეშდში გადავიდა
  • ბუდუ ზივზივაძის ყოფილ გუნდში ლუკა ლაკვეხელიანიც ირიცხება

უნგრულმა მეზოკოვეშდმა დინამო თბილისის 28 წლის ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაიმატა. მეზოკოვეშდმა მოსკოვში დაბადებული ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ნოდარ ქავთარაძესთან ერთად გუნდმა სლოვაკი ნახევარმცველი მარტინ ხრიენი დაიმატა (1 თამაში და 1 გოლი ეროვნულ ნაკრებში). ნოდარ ქავთარაძე მოსკოვის ლოკომოტივის აღზრდილია, მას რამდენიმე რუსულ კლუბში უთამაშია, საქართველოში კი ლოკომოტივში, დილაში, ტორპედოში და ბოლოს დინამოში გამოდიოდა. ეროვნულ ლიგის ბოლოს სეზონში მან 8 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ მეზოკოვეშდში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა, რომელიც ახლა უნგრულ ფეჰერვარში გამოდის. OTP Bank Liga-ში მეზოკოვეშდი 20 ქულით მე-8 ადგილზეა. ამ გუნდში ირიცხება ლუკა ლაკვეხელიანი. 

კომენტარები

ბოლო ამბები