Thumbnail

კალაშნიკოვას წარუმატებელი სტარტი - განიავებული სეტ-პოინტი არაბეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/სანტამარია 5:7, 1:6 რუსი/ზიდანსეკი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა და მისმა მეწყვილემ ზედიზედ 9 გეიმი წააგეს

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ახალი სეზონი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გახსნა, თუმცა, სტარტი წარმატებული ვერ გამოუვიდა.

კალაშნიკოვა აბუ დაბის საერთაშორისო ტურნირში (სარიზო ფონდი 565 530 დოლარი) ამერიკელ საბრინა სანტამარიასთან ერთად ჩაება და ჰოლანდიელ არანჩა რუსთანა და სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკთან შეხვედრაში 5:7, 1:6 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები პირველ სეტში 5:3-ს იგებდნენ და სეტპოინტიც ჰქონდათ, თუმცა, ზედიზედ 9 (!) გეიმიც დათმეს და ცხადია, სიტუაციის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

ცნობისთვის, კალაშნიკოვა მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე იმყოფება, მისი კარიერის პიკი კი 2016 წლის 13 ივნისს იყო, როდესაც 43-ე პოზიციას უწია.

თურქეთში იმყოფება 31 წლის სოფია შაფათავა, რომელიც ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი. შაფათავამ ბულგარელებს ანი ვანგელოვასა (6:4, 6:4) და ლია კარატანჩევას (6:3, 6:2) და შვეიცარიელ ჯენი დუერსტს (6:3, 6:2) იოლად სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბ ტამარა ჩუროვიჩს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები