Thumbnail

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი ინგლისის პრემიერშიპში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უოსპსმა ლაშა ჯაიანის ტრანსფერის შესახებ განცხადება გაავრცელა
  • ის მე-4 ქართველი მორაგბეა, ვინც ინგლისურ კლუბში ჩაირიცხა

საქართველოს ნაკრების მორაგბე ლაშა ჯაიანი კარიერას ინგლისის ერთ-ერთმა გამორჩეულ გუნდში, უოსპსში გააგრძელეს. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

"ბორჯღალოსნების" მეორე ხაზელი მეოთხე ქართველია, რომელიც ინგლისის პრემიერშიპში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გიორგი კვესელაძე გლოსტერში გადავიდაიმავე უოსპსის ღირსებას იცავს ზურაბ ჟვანია, ხოლო შალვა მამუკაშვილი ლესტერ ტაიგერსის რიგებში ირიცხება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი ისტორიის გუნდს შევუერთდი. ეს შესაძლებლობა დიდი პატივია და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. უოსპსში თამაში საშუალებას მომცემს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით გავიზარდო ჩემს პროფესიულ კარიერაში", - თქვა ჯაიანმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ჯაიანისთვისი ინგლისი ნაცნობი გარემოა, რადგანაც 2016-2019 წლებში ექსტერის უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. ლაშა 2017-18 წლებში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრი გახლდათ, 2019-ში საქართველო XV-ის მაისურით ითამაშა, გასულ წელს კი მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც შედგა. ჯაიანს საკმაოდ დიდი როლი ჰქონდაშემოდგომის ერთა თასზე”, სადაც ინგლისთან, ირლანდიასთანა და ფიჯისთან მატჩებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო უელსთან შეხვედრაში 38- წუთზე გამოჩნდა.

ვთქვათ ისიც, რომ უოსპსს, რომელიც ქოვენთრის წარმოადგენს, 153-წლიანი ისტორია გააჩნია (1867 წელსაა დაფუძნებული) და ინგლისური პრემიერშიპი 6-ჯერ (1989-90, 1996-97, 2002-03, 2003-04, 2004-05, 2007-08) მოუგია, ასევე გახლავთ ჩემპიონთა თასის ორგზის (2003-04, 2006-07) და ჩელენჯ ქაფის (2002-03) გამარჯვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები