Thumbnail

მთელი გუნდი იზოლაციაშია! ასტონ ვილა ლივერპულთან ახალგაზრდებით ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ასტონ ვილა მთელი შემადგენლობით კარანტინშია
  • ლივერპულთან ბირმინგემელები აკადემიის ფეხბურთელებით ითამაშებენ

ინგლისის ასოციაციის თასის მესამე ეტაპის მატჩის ასტონ ვილასა და ლივერპულს შორის გაიმართება - მიუხედავად იმისა, რომ ბირმინგემელთა რიგებში კოვიდაფეთქებაა. ასტონ ვილა მთელი შემადგენლობით კარანტინშია გადასული და კლუბის ბაზაც დაიხურა.

თუმცა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თამაში ჩატარდება. ლივერპულს დღეს ასტონ ვილას 23 და 18-წლამდე გუნდის ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, რომელთაც მთავარ გუნდის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მთავარი გუნდიდან არა მარტო ფეხბურთელები, არამედ სტაფის წევრები და ექიმებიც დააკლდებიან.

ასტონ ვილას შესაძლოა 13 იანვარს, პრემიერლიგის კალენდარული ტურის მატჩი ლონდონის ტოტენჰემის წინააღმდეგ გადაუდონ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოციაციის თასზე თამაში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილასა და ლივერპულის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები