Thumbnail

UFC-ის მებრძოლმა საკუთარი დების მოკვლა სცადა - ხუთშაბათს დააკავეს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ირვინ რივერა დების მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს
  • მექსიკელის თავდებით გამოშვება გამორიცხულია

ხუთშაბათს, UFC-ის მებრძოლი ირვინ რივერა დააკავეს!

ბოინტონ ბიჩის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, მან საკუთარი, 22 და 33 წლის დების მოკვლა სცადა. დები ფლორიდაში, მის სახლში დარჩნენ. 31 წლის რივერამ ღამით მძინარე დების დაჭრა დაიწყო. მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ღამით ქალების ყვირილის ხმა გაიგეს, ერთ-ერთი მათგანი ყვიროდა: “ჩვენს მოკვლას ცდილობს, გთხოვთ, უშველეთ ჩემს დას!”

რივერა ხუთშაბათს დააკავეს

როდესაც მეზობლებმა დახმარება სცადეს, რივერა ქუჩაში გამოვარდა და ყვიროდა: “დახურეთ კარები და შედით სახლებში, ყველაფერი კარგადაა!” როცა UFC-ის მებრძოლმა დაინახა, რომ მეზობლებს ტელეფონები ჰქონდათ და პოლიციაში რეკავდნენ, გაიქცა და მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციას რივერას უმცროსი და ქუჩაში დაჭრილი დახვდა, უფროსი კი სახლში იმყოფებოდა და სახეზე, ზურგსა და ხელებზე ჭრილობები ჰქონდა. პოლიციამ გაქცეული რივერა ოდნავ მოგვიანებით დააკავა. მან პოლიციელებს განუცხადა, ჩემი დები დანით დავხოცეო. მებრძოლი იმეორებდა, რომ ამის გაკეთება მას რაღაც ზებუნებრივმა ძალამ უბრძანა.

ირვინ რივერას ბრალს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ და მისი თავდებით გამოშვება გამორიცხულია. დები კი კლინიკაში იმყოფებიან.

“ჩვენი ინფორმაციით, საქმე გვაქვს ფსიქიკურ პრობლემებთან. ახლა დეტალების გარკვევას ვცდილობთ და ყველა სახის ინფორმაცის ვაგროვებთ. გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება. ჩვენ უკვე შევატყობინეთ რივერას მენეჯმენტს, რომ იგი ბრძოლებს ვეღარ მიიღებს,” - ვკითხულობთ UFC-ის განცხადებაში, რომელიც MMA-Fighting-მა გამოაქვეყნა.

გიგა ჭიკაძემ (მარცხნივ) ირვინ რივერა შარშან დაამარცხა

ირვინ რივერამ თავისი ბოლო ბრძოლა 2020 წლის სექტემბერში ჩაატარა - იგი ანდრე იუელთან ქულებით დამარცხდა. მექსიკელი მებრძოლი მაისში ქართველ გიგა ჭიკაძესაც ჰყავს დამარცხებული. ჭიკაძემ რივერას სამრაუნდიან ჩხუბში, მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები