Thumbnail
  • ლოკომოტივმა სოსო კოპალიანი დაიმატა
  • მან ტორპედოს ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა

თბილისის ლოკომოტივმა ქუთაისის ტორპედოდან ნიჭიერი მეკარე სოსო კოპალიანი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ლოკოს ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 14 წლის კიპერი ლოკომოტივის მთავარ გუნდთან ერთად მოემზადება და მასთან 3.5-წლიან კონტრაქტი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ სოსო კოპალიანი ტორპედოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ეროვნული ლიგის სამატჩო განაცხადში მოხვდა. 2019 წლის ოქტომბერში, საბურთალოსთან მატჩში, თინეიჯერი მეკარე სათადარიგო სკამზე 13 წლის ასაკში იჯდა.

ის ტორპედოს მთავარი გუნდის განაცხადში 2019-2020 წლებში 4-ჯერ იმყოფებოდა, თუმცა პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.

➡️ Ლოკომოტივმა 14 წლის მეკარესთან - სოსო კოპალიანთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა 👌⚽📝 ➡️ Ახალი სეზონისთვის, სოსო პირველ გუნდთან ერთად მოემზადება 🖐️🔴📌 #Loco #GoLocoGo #FCL #newcontract #ახალწვეული

Posted by FC Locomotive Tbilisi on ხუთშაბათი, 07 იანვარი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები