Thumbnail
  • დინამო ბათუმმა ნიგერიელი მარცხენა მცველი დაიმატა
  • ნიგერიელმა ფეხბურთელმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

დინამო ბათუმმა საფეხბურთო კლუბ თელავიდან 28 წლის რაფაელ ჩუკვურა დაიმატა. ნიგერიელი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, უკვე დიდი ხანია საქართველოშია და ახალ გუნდში ადაპტირებაც არ უნდა გაუჭირდეს.

პოპსპორტი ჩუკვურას დაუკავშირდა, დინამო ბათუმის ფეხბურთელის რანგში ნიგერიელმა მოთამაშემ პირველი კომენტარი გააკეთა:

POPSPORT: რატომ შეაჩერეთ არჩევანი დინამო ბათუმზე?

რაფაელ ჩუკვურა: გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ დინამო ბათუმი ერთ-ერთი კლუბია, სადაც ჩემი ნიჭის სრულად წარმოჩენას მოვახერხებ. ეს პროფესიონალური კლუბია და ყველაფერს პროფესიონალურად აკეთებენ.

POPSPORT: თუ იცნობთ ახალ თანაგუნდელებს?

ჩუკვურა: რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ, მათ შორის, დინამო ბათუმის გამოცდილ ფეხბურთელებს. ვიცნობ გრიგოლ ჩაბრაძეს, ჩვენ ერთად ვთამაშობდით, ეს ჩვენთვის დამატებითი პლუსია და მეტოქეებს ჩვენს წინააღმდეგ თამაში გაუჭირდებათ.

POPSPORT: საქართველოში 7 წელია თამაშობთ. რას ფიქრობთ ეროვნულ ლიგაზე?

ჩუკვურა: აქ თამაში მომწონს, ეს ჩემი მეორე სახლია და ეროვნულ ლიგაზე ყოველთვის დადებითაც ვსაუბრობ. ფეხბურთის ფედერაცია კარგად მუშაობს, რომ განვითარდეს ჩემპიონატი, სისტემა იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ყველას სურს. მაგალითად, მაყურებელთა რაოდენობამ მოიმატა, როგორც სტადიონებზე, ისევ პირდაპირი ეთერის ნახვების მხრივ.

POPSPORT: დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე თამაშობს. როგორ ელოდებით თქვენ იქ თამაშს და დინამო ბათუმის გულშემატკივრებზე რას იტყოდით?

ჩუკვურა: დინამო ბათუმის ფანები იბრძვიან სტადიონზე და სტადიონს მიღმაც. როდესაც ამ გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დინამო ბათუმი მარტო არასდროს არის და თამაში მხოლოდ მის წინააღმდეგ არ გიწევს. ახალ სტადიონზე თამაში ყველა ფეხბურთელს სურს და მეც ძალიან მინდა, რომ იქ კარგად ვითამაშო, გავიტანო გოლები და დაცვაშიც ისე ვითამაშო, როგორც ჩვენ გვინდა. მინდა, რომ ახალ სტადიონზე ტიტულები მოვიგო.

POPSPORT: რამ ოქონია მთავარი გავლენა დინამო ბათუმში გადასვლაზე?

ჩუკვურა: სიმართლე გითხრათ, დინამო ბათუმს ჩემი დამატება ადრეც უნდოდა. ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ, საერთო მიზანი გვაქვს და ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს და ყველას გვსურს, რომ ეს მალე მოხდეს.

POPSPORT: რა იქნება მთავარი მიზანი ახალ სეზონში?

ჩუკვურა: ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობის მოპოვებაა. მებრძოლი არასდროს ნებდება და ჩვენც ერთად ვიბრძოლებთ, დავამარცხებთ ყველა გამოწვევას და გამარჯვებას მოიპოვებთ.

რაფაელ ჩუკვურა საქართველოში 2013 წლიდან თამაშობს. თავდაპირველად ის ჩხირიმელას რიგებში გამოჩნდა, შემდეგ კი მარტვილის მერანის, ალაზანის, ზუგდიდის, რუსთავის, თბილისის მერანისა და ქუთაისის ტორპედოს ღირსებას იცავდა. 2020 წლის სეზონი მან თელავში გაატარა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 13 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები