Thumbnail
  • კრეიტონი 89:53 სეტონ ჰოლი
  • სანდრო მამუკელაშვილი: 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი

სეტონ ჰოლს "ბიგ ისტის" კონფერენციის კვირის მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილმაც ვერ უშველა - გუნდმა NCAA-ს სეზონში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია. სანდრო და კომპანია ომაჰაში, რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონთან 36 ქულის სხვაობით დამარცხდა - 53:89.

წაგებულთა რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, მან 29 წუთში 14 ქულა (1 სამქულიანი) მოუტანა გუნდს. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა. მოხსნებში სანდრო გუნდში საუკეთესო იყო, პასებში და დაფარებებში თანასაუკეთესო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა ცუდად ითამაშა სეტონ ჰოლმა. 

📺 მამუკელაშვილის სამქულიანი

გამარჯვებულთა რიგებში დამიენ ჯეფერსონმა 19 ქულა ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ რატი ანდრონიკაშვილი ტრავმირებულია. სამწუხაროდ, ქართველი გამთამაშებელი ამ სეზონს სრულად გამოტოვებს.

📺 მამუკელაშვილის პასი კეილს

სანდრო მამუკელაშვილს სეტონ ჰოლში 865 ქულა დაუგროვდა, ის კოლეჯის ისტორიაში 58-ე ადგილზე გადავიდა. 

📺 მამუკელაშვილის დანქი

9 იანვარს სეტონ ჰოლი კვლავ ბიგ ისტის ეგიდით დეპოლს ეთამაშება. სეტონ ჰოლს სეზონში 8-5 ბალანსი აქვს, ხოლო კონფერენციაში - 5-2. ამით სეტონ ჰოლის სამმატჩიანი მოგებათა სერია კი დამთავრდა, მაგრამ მამუკელაშვილი კონფერენციაში კვლავ სამეულშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები