Thumbnail
  • მილანი 1:3 იუვენტუსი
  • მილანის წაუგებელი სერია დასრულდა, თუმცა პიოლის გუნდი ლიდერად რჩება

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში მილანმა ''სან სიროზე'' იუვენტუსს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ''როსონერის'' მარტის შემდეგ წაუგებელი სერია ჰქონდა. პიოლის გუნდმა სერია A-ს 27 მატჩში არ წააგო, მაგრამ ეს სერია ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან დაასრულა.

პირლოს გუნდმა ანგარიში ფედერიკო კიეზას გოლით გახსნა. იუვენტუსის შემტევმა პაულო დიბალას ბრწყინვალე პასის შემდეგ გაიტანა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, დავიდე კალაბრიამ 41-ე წუთზე ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

იუვენტუსმა მეორე ტაიმში უპირატესობა მაინც გამოიყენა. ფედერიკო კიეზამ ჯერ დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც უესტონ მაკკენიმ მატჩს წერტილი დაუსვა და იუვენტუსს 3:1 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსთან მატჩში დანიელე მალდინიმ მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალდინების დინასტიას მილანთან ერთად სერია A-ში 1000 მატჩი აქვთ ჩატარებული.

ტურინელებს 30 ქულა დაუგროვდათ და მილანს 7 ქულით ჩამორჩებიან. როსონერი მომდევნო ტურში კიდევ ერთ ტურინულ გუნდს, ტორინოს შეხვდება. იუვენტუსი კი საკუთარ მოედანზე სასუოლოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები