Thumbnail
  • ანორთოსისი 1:0 ახნასი
  • თემურ ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში აუტსაიდერ ახნასს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა, რომელმაც პენალტით შეძლო თავის გამოჩენა. 

ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ფინელ ბერატ სადიკს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 10 გოლია. ანორთოსისის რიგებში გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა სრულად ითამაშეს, ხოლო ქვილითაია ქეცბაიამ მე-80 წუთზე შეცვალა. ლორიას კარის მიმართულებით პენალტიც დაინიშნა, თუმცა კონემ ბურთი ძელს მოარტყა, გიორგიმ კი ანორთოსისი რამდენიმე მომენტში გადაარჩინა.

ანორთოსისს 33 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, თუმცა ქეცბაიას გუნდს მეტოქეებზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში ფამაგუსტელების მეტოქე ნიქოზიის ოლიმპიაკოსი იქნება, რომელსაც პირველ წრეში ქართელების გუნდმა ქვილითაიასა და ოქრიაშვილის გოლებით 2:0 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები