Thumbnail

თბილისი გრანდ სლემს უმასპინძლებს - ქართული ძიუდოს დიდი წარმატება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თბილისის ძიუდოს ტურნირს სტატუსი შეეცვალა - საქართველო გრანდ სლემს მასპინძლობს
  • თბილისის გრანდ სლემი 26 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის კალენდრის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თბილისის ძიუდოს ტურნირს სტატუსი შეეცვალა და საქართველოს დედაქალაქი უკვე ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. აქამდე თბილისის ძიუდოს ტურნირს გრან პრის სტატუსი ჰქონდა.

თბილისის გრანდ სლემი 26 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. ტოკიოს ოლიმპიადამდე სულ 7 ტურნირი ჩატარდება, საიდანაც 5 გრანდ სლემი იქნება. სეზონს კი დოჰას მასტერსი გახსნის, სადაც 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

თბილისის გრანდ სლემის გარდა, 2021 წლის პირველ ნაწილში ქართველი ძიუდოისტები თელ ავივის, ტაშკენტის, ანთალიის და პარიზის გრანდ სლემებზე ისაპარეზებენ, რის შემდეგაც ოლიმპიადისთვის მზადების ბოლო ეტაპზე გადაერთვებიან, რომელიც 24 ივლისიდან 31 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები