Thumbnail

მილანში კორონავირუსი დადასტურდა - როსონერის ლიდერი გამოაკლდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როსონერის იუვენტუსთან მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა
  • ტრავმირებულებს კორონავირუსით ინფიცირებული ორი მოთამაშე შეუერთდა

იტალიის სერია A-ში მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი უნდა გაიმართოს, რომელშიც მილანი ტურინის იუვენტუსს მასპინძლობს. ორივე გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლდა, მილანს კი კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ''როსონერის'' იუვენტუსთან მატჩში ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი ვერ დაეხმარებიან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი იზოლაციაში არიან, მაგრამ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რებიჩი მილანის ერთ-ერთი ლიდერია და მისი არყოფნია გუნდისთვის სერიოზული დარტყმაა. პიოლის ამ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისმაელ ბენასერი, ანტე რებიჩი, რადე კრუნიჩი, სანდრო ტონალი და ალექსის სალემეიკერსი დააკლდება.

აღსანიშნავია, რომ დანაკლისი ტურინულ გუნდსაც აქვს. ტურინელებს კორონავირუსის გამო ხუან კუადრადო და ალექს სანდრო დააკლდებათ, ხოლო ალვარო მორატას ტრავმა აქვს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45-საათზე იწყება, ხოლო მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სეტანტა ჯორჯიაზე გავა.

მილანის განაცხადი იუვენტუსთან მატჩისთვის

📜 #MilanJuve 👊 Our squad for tonight's clash 🔥 #WeTheFire #SempreMilan

Posted by AC Milan on Wednesday, January 6, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები